თქვენ აქ ხართ

ფიზიკური პირის გაკოტრება საქართველოში

25 სექტემბერი 2017

ქვეყანაში რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მრავალი ადამიანი არის სიდუხჭირის ზღვარს მისული. რთული ფინანსური მდგომარეობიდან გამოსვლის მრავალი გზა არსებობს, ერთ-ერთი მათგანია სესხის აღება (მოკლევადიანი ან გრძელვადიანი). იმის შესახებ, თუ როგორ მიიღოთ სესხი, შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს სტატიაში „როგორ მივიღოთ სესხი?“

მსესხებლები და გადახდისუუნარობის მიზეზები საქართველოში

კრედიტის აღება შეიძლება დაგეხმაროთ მოკლევადიანი პრობლემების გადაჭრაში - როგორიცაა ახალი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყიდვა, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საფასურის დაფარვა ან უბრალოდ ცხოვრება შემდეგ ხელფასამდე. გრძელვადიანი კრედიტები უფრო საფუძვლიანად ეხმარება ხალხს საკუთარი მდგომარეობისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაში. ისინი გაძლევთ შესაძლებლობას დაიწყოთ საკუთარი ბიზნესი ან გააკეთოთ ინვესტირება. თუ საქმე წარმატებით დასრულდება, მაშინ აღებულ კრედიტსაც მარტივად დაფარავთ და საარსებოდ საჭირო თანხაც გექნებათ.

მრავალი შესაძლებლობის მიუხედავად, ადამიანთა ნაწილს არ გამოსდის პრობლემების გადაჭრა სხვადასხვა მიზეზით. ასეთი მიზეზებია არახელსაყრელი ბუნებრივი პირობები, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში; თავად ადამიანის ცუდი გათვლა და რისკების არგათვალისწინება და ბევრი სხვა მიზეზი. საქართველოში დაახლოებით 100,000 ადამიანი არის ე.წ. „გაშავებული“ სხვადასხვა საფინანსო უწყებების მიერ. მსესხებელთა ბაზების შესახებ უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს სტატიაში: „სად ინახება საკრედიტო ისტორია?“

გაკოტრების ცნება. საერთაშორისო პრაქტიკა

მრავალ ქვეყანაში მსგავსი ადამიანებისთვის გამოსავალი გაწერილი არის კანონმდებლობაში. გარკვეული ფინანსური სტადიის მიღწევისას, რომელიც განსხვავდება სხვადასხვა ქვეყნების მიხედვით, ფიზიკურ პირს შეუძლია განაცხადოს თავი გაკოტრებულ ადამიანად და ამით მოიხსნას არსებული დავალიანებები. ამ პროცედურას აქვს საკუთარი პლიუსები და მინუსები, თუმცა მთლიანობაში ქვეყნისთვის ეს სასარგებლო მოვლენაა. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ გაკოტრებულ ადამიანს შეუძლია დაიწყოს ახალი ფურცლიდან - მისი საკრედიტო ისტორია იშლება და იწყება ახალი. ამრიგად, ის აღარ არის „გაყინული“ ეკონომიკური აქტიურობის მხრივ - მას შეუძლია კვლავ დაიწყოს მუშაობა ან საკუთარ საქმე წამოიწყოს და შექმნას დოვლათი.

პროცედურის არასასიამოვნო მხარეებს შეადგენს უმეტესად გაკოტრებული ფიზიკური პირის მთლიანი ქონების გაყიდვა აუქციონიდან, მას ზოგ შემთხვევაში დროებით ეზღუდება ქვეყნის დატოვება და მისი საბანკო ანგარიშები მინდობილი პირის ხელში გადადის. ამის შემდეგ იწყება სარეაბილიტაციო პროცედურები. გარდა ამისა, გაკოტრების პროცედურას აქვს საკუთარი საფასური, რომელიც ასევე უნდა იქნას დაფარული.

საქართველოს კანონმდებლობა

საქართველოს კანონმდებლობით დღესდღეობით გაწერილი არის მხოლოდ იურიდიული პირების გაკოტრება. რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, მათ ამის უფლება არ გააჩნიათ. საქართველოში მსგავსი კანონი იყო მიღებული 1996 წლის 25 ივლისს, თუმცა მან ძალა დაკარგა 2007 წლის 15 აგვისტოს. ამჟამად საჯარო მოხელეთა და ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ანალოგიური კანონის კვლავ მიღება გააუმჯობესებდა საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ფონს. 2016 წელს გაჩნდა „ფიზიკური პირების გაკოტრების შესახებ“ კანონის აღდგენის ინიციატივა, თუმცა ჯერ-ჯერობით საპარლამენტო სხდომაზე მსგავსი მოთხოვნა არ გაჟღერებულა.

თუ პარლამენტი ამ კანონს მიიღებს, ეს იქნება შვება მრავალი ადამიანისთვის, ვისაც გაფუჭებული აქვთ საკრედიტო ისტორია. მანამდე კი შეგიძლიათ მიჰყვეთ ჩვენს რჩევებს სტატიაში „როგორ გავაუმჯობესოთ საკრედიტო ისტორია საქართველოში“.

მომწონდა?
მე მომწონს!

0

თქვენ შეაფასეთ ეს საქონელი


წაიკითხეთ ასევე:

← წინა

გამოხმაურებები

Amica
კახა არაფერს არ ვუწუნებ ამ კომპანიას, მაგრამ პირადად მე მირჩევნია ბევრი სხვა კომპანია.
Mogo
გიორგი ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა კომპანიას და მოგოს თანამშრომლებს ხარისხიანი სამუშაოსთვის! ძალიან რთული იყო ჩვენი ოჯახისთვის ერთი პერიოდი და გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ ავტოკრედიტის აღება იყო ჩვენთვის. მოგო კი იმდენად დაგვეხმარა ყველაფერში რომ სულაც არ გვქონდა ამ კომპანიის მიმართ რამე ეჭვი. უკვე 1 წელია რაც მოვრჩი ავტოკრედიტს და ისევ და ისევ უღრმესი მადლობა მოგოს!
Amica
ნატალი ძალიან მიყვარს ამიკა, ყოველთვის მივმართავ მცირე სესხისთვის. თავდაპირველად ამ კომპანიაში მიმიზიდა მათი ერთ-ერთი ყველაზე მაგარი თვისება, კერძოდ კი კრედიტის გადავადების პერსპექტივა. არ მქონია შემთხვევა მათი ამ პერსპექტივის დახმარებისთვის და იმედია არც დამჭირდება არასოდეს მაგრამ ვისაც დიდი სესხი აქვთ იმათთვის ალბათ ძალიან საჭიროა. ერთი სიტყვით კარგი კომპანიაა და სხვებთან შედარებით ბევრი დადებით მხარე აქვს!
გამოხმაურებები →