თქვენ აქ ხართ

როგორ მოიქცეს მსესხებელი, თუ მას წარმოეშვა კრედიტთან დაკავშირებული პრობლემები?

28 ივლისი 2016

ყველაზე მოწესრიგებულმა მსესხებელმაც კი შეიძლება დაკარგოს სამსახური, ან წარმოეშვას ფორს-მაჟორული გარემოებები, რომელიც იმოქმედებს მის შემოსავალზე. როგორ უნდა მოიქცეს ის კრედიტთან დაკავშირებით?ასეთ სიტუაციაში მთავარია მოქმედება.

როგორ მოიქცეს მსესხებელი, თუ მას წარმოეშვა კრედიტთან დაკავშირებული პრობლემები?ნებისმიერი უმოქმედობა მსესხებელს მხოლოდ დამატებით პრობლემებს მოუტანს. კრედიტი და კრედიტორებისგან სატელეფონო ზარების რაოდენობა მხოლოდ გაიზრდება. ამის გარდა, დავალიანების გადახდევინებასთან დაკავშირებული ბანკის ხარჯებიც მსესხებლის გადასახდელი გახდება.
ამიტომ, გადახდის ვადის გადაცილებამდე აუცილებელია ბანკთან დაკავშირება. ამით მსესხებელი ბანკს თავის პასუხისმგებლობას აჩვენებს, რითაც იმსახურებს ბანკის ნდობას. ბანკიც დაინტერესებულია კრედიტის გადახდაში, ამიტომ შესაძლებელია საერთო ძალებით ყველასთვის მისაღები გადახდის გზის გამონახვა.
მსესხებლის პრობლემის შესაბამისად ბანკის კონსულტანტს შეუძლია საკითხის გადაწყვეტის რამდენიმე ვარიანტის შემოთავაზება. თუ მსესხებელმა დაკარგა სამსახური და ახალი სამსახურის მოსაძებნად მას სჭირდება დრო, ბანკს შეუძლია საკრედიტო არდადეგების შემოთავაზება. საკრედიტო არდადეგები -არის პერიოდი, რომლის დროსაც მსესხებელი ან სრულად თავისუფლდება საკრედიტო დავალიანების გადახდისგან, ან იხდის მხოლოდ პროცენტებს ძირითადი თანხის დაფარვის გარეშე.

მეორე გამოსავალი–კრედიტის ვადის გაგრძელებაა. ამის შედეგად კრედიტის გადასახდელი ყოველთვიური თანხა -შემცირდება. თუ კლიენტი დარწმუნებულია, რომ მისი პრობლემა დროში გაიწელება, შეიძლება მიმართოს ამ გამოსავალს.

მოქალაქეებს, რომლებმაც რამდენიმე ძვირი კრედიტი გამოიტანეს სხვადასხვა ბანკიდან, შეუძლიათ მიმართონ კრედიტების გაერთიანების მომსახურებას. ასეთ შემთხვევაში ხდება ერთიანი კრედიტის გაფორმება დაბალი განაკვეთით, რომლითაც ხდება ძველი ვალების გადახდა. ახლა მსესხებელი იხდის მხოლოდ ერთ კრედიტს. განაკვეთის წყალობით, ყოველთვიური გადასახდელი თანხა შემცირდება.

მომწონდა?
მე მომწონს!

0

თქვენ შეაფასეთ ეს საქონელი


წაიკითხეთ ასევე:

← წინა

გამოხმაურებები

mozo
თეა კარგი კომპანიაა მოზო და როცა დამატებითი ფინანსები მჭირდება ვიყენებ, თუმცა პროცენტი საკმაოდ მაღალია, როგორც მახსოვს 20%-მდე ვიხდიდი ყოველთვიურად.
NetCredit
მარი კომპიუტერის გამოყენება საერთოდ მიჭირს და ონლაინ ვერ ვენდობი ვერავის პირადი ინფორმაციის მიცემით, ამიტომ ნეტკრედიტის ოფისში წავედი თბილისში და ადგილზე გადასარევად მომემსახურნენ.
Crediton
ტასო ყველას გირჩევთ მიმართოთ კრედიტისთვის კრედიტონს, რადგან მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიაა და ყურადღების გარეშე არ დაგტოვებენ.
გამოხმაურებები →