თქვენ აქ ხართ

როგორ გამოვასწორო ჩემი საკრედიტო ისტორია?

29 აპრილი 2019

თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად სესხის აღებაც უფრო და უფრო მარტივი ხდება. დღესდღეობით არაერთი ონლაინ რესურსი არსებობს, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია ავიღოთ სესხი სახლიდან გაუსვლელად, თანაც თანხა იმავე დღეს აისახება ჩვენს ანგარიშზე და შეგვეძლება მისი გამოყენება. ამის შესახებ იხილეთ დაწვრილებითი ინფორმაცია ჩვენს სტატიაში: „როგორ მივიღოთ სესხი?

creditთუმცა იმის მიუხედავად, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები თითქმის არანაირ დოკუმენტაციას არ ითხოვენ ჩვენგან და ფაქტობრივად მხოლოდ პირადი ნომრის საფუძველზე გვაძლევენ ჩვენთვის საჭირო თანხას, იმათ რა თქმა უნდა მაინც გააჩნიათ პოტენციური მსესხებლის შემოწმების ინსტრუმენტები. ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტი ზუსტად საკრედიტო ისტორია არის.

რატომ არის საკრედიტო ისტორია მნიშვნელოვანი

საკრედიტო ისტორია არის ის მექანიზმი, რომლის გამოყენებითაც კრედიტორს ექმნება ჩვენზე წარმოდგენა, ანუ მასზე დიდწილად არის დამოკიდებული ჩვენი, როგორც მსესხებლის, რეპუტაცია. კრედიტორისთვის ზუსტად ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი, თუ რამდენად გადახდისუნარიანი ბრძანდებით (და არა მაგალითად, სად ცხოვრობთ ან რა პროფესიის ხართ). ზუსტად ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი გაუფრთხილდეთ თქვენს საკრედიტო ისტორიას, ხოლო რაიმე უსიამოვნების შემდეგ აუცილებლად გამოასწოროთ იგი, რადგან სწორედ თქვენს საკრედიტო ისტორიაზე არის დამოკიდებული, მოგცემთ კრედიტორი იმ სასურველ სესხს თუ უარით გაგისტუმრებთ.

თუმცა ბევრმა გამოცდილმა მსესხებელმა მაინც არ იცის ზუსტად რა არის საკრედიტო ისტორია და სად არის ის შენახული. ამის გასაგებად წაიკითხეთ სტატია: სად ინახება საკრედიტო ისტორია?

როგორ გამოვასწორო გაფუჭებული საკრედიტო ისტორია

1. თავიდანვე გაუფრთხილდით თქვენს საკრედიტო ისტორიას.

ჯერ კიდევ პირველი სესხის აღებისას მნიშვნელოვანია გახსოვდეთ საკრედიტო ისტორიის შესახებ, რადგან პირველი მცირე სესხის კი აისახება მასში და შესაძლოა მომავალში უფრო მსხვილი სესხის აღებისას ხელი შეგიშალოთ. მაგალითად, თუ ერთხელ ხელფასამდე აიღეთ მხოლოდ და მხოლოდ 100 ლარი ოდენობის სესხი, აუცილებლად გახსოვდეთ, რომ ის დროულად უნდა დაფაროთ. თუ მოხდა რაიმე მოულოდნელი ცვლილება (მაგალითად, თქვენმა დამსაქმებელმა დააგვიანა ხელფასის ჩარიცხვა), მაშინ აუცილებლად დაუკავშირდით თქვენს კრედიტორს (იმ კომპანიას, საიდანაც აღებული გაქვთ სესხი) და აუხსენით სიტუაცია. არსებობს კარგი შანსები, რომ კრედიტორი თქვენს მდგომარეობას გაგებით მოეკიდება და გადაავადებს თქვენს სესხს. ამ შემთხვევაში, თქვენს საკრედიტო ისტორიას არაფერი არ ემუქრება, რადგან სესხის ვადის გადაწევის შედეგად თქვენ არ გექნებათ დაგვიანებული გადახდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს სესხი გაწითლდება თქვენს საკრედიტო ისტორიაში და დარჩება რეპუტაციაზე ლაქად.

2. აუცილებლად დაფარეთ ყველა არსებული დავალიანება.

თუ ცუდი საკრედიტო ისტორია გიშლით ხელს აუცილებელი სესხის მიღებისას, მაშინ გადახედეთ თქვენს არსებულ სესხებს - აქტიური სესხის არსებობისას პატარა ალბათობაა, რომ სხვა კომპანია დამატებით სესხს მოგცემთ.

არსებობს რამდენიმე გზა, როგორც შეგიძლიათ არსებული დავალიანებების დაფარვა. შესაძლოა რომელიმე ბანკი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მზად იყოს გააკეთოს თქვენი სესხის რეფინანსირება (ანუ დაფაროს არსებული დავალიანება ახალი სესხის ხარჯზე, თუმცა ახალ სესხზე პროცენტი უფრო მაღალი იქნება). ასევე შეგიძლიათ სთხოვოთ თანხა თქვენს ოჯახსა ან მეგობრებს. და ბოლოს, საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა დამატებითი შემოსავლის წყაროს მოფიქრება.

გარდა ამისა, ყურადღებით იყავით სესხის დაფარვისას. ყოფილა შემთხვევები, როდესაც  ადამიანმა სესხი დაფარა, თუმცა გადარიცხვისას საკომისიოს გამო ან სხვა მიზეზით სესხზე დარჩა სულ რამდენიმე თეთრი. ამ თეთრებზე პროცენტები ირიცხებოდა თვეების განმავლობაში და ბოლოს გამოვიდა, რომ ადამიანს აქვს დაუფარავი სესხი, რომლის შესახებაც მან არ იცოდა. ამიტომ ჩვენი რეკომენდაციაა, სესხის დაფარვის შემდეგ გადაამოწმოთ მოცემულ კომპანიასთან, რომ თქვენს სახელზე დავალიანება აღარ არის ასახული.

3. აიღეთ პატარა სესხი და დროულად დაფარეთ იგი.

თუ თქვენ გაქვთ ცუდი საკრედიტო ისტორია და მის გამო ვერ იღებთ მსხვილ გრძელვადიან სესხს, მაშინ კარგი გამოსავალი იქნება პატარა სესხის აღება და მისი დროულად დაფარვა, შემდეგ ეტაპობრივად ამ თანხის გაზრდა და ბოლოს თქვენ მიიღებთ სასურველ დიდ კრედიტს.

ამ მექანიზმის ახსნა მარტივია. კომპანიები უყურებენ თქვენს საკრედიტო ისტორიას, როგორც ერთიან მთლიანობას. მაგალითად, თუ გასული წლის მაისში გაქვთ დაგვიანებული გადახდა და ამის გარდა საკრედიტო ისტორიაში არაფერი არ წერია, ეს ძალიან ცუდად გამოჩნდება და კომპანიამ შეიძლება დიდი სესხი არ მოგცეთ. თუმცა თუ ამ დაგვიანებული გადახდის შემდეგ თქვენ რამდენიმე სესხი აიღეთ და დროულად დაფარეთ, მაშინ თქვენი საკრედიტო ისტორია ბევრად უკეთ გამოიყურება. კომპანია ხედავს, რომ თქვენ „გამოსწორდით“ ერთი შეცდომის მერე და ახლა უკვე შეუძლია მშვიდად განდოთ მსხვილი სესხის კი.

რომ დავასკვნათ, კარგი საკრედიტო ისტორია საგრძნობლად ზრდის თქვენს შანსებს სესხის მიღებაზე. თუმცა გარდა ამისა შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა ხერხებიც, რომლებიც აღვწერეთ სტატიაში: „როგორ გავზარდოთ სესხის მიღების შანსები“.

მომწონდა?
მე მომწონს!

1

თქვენ შეაფასეთ ეს საქონელი


წაიკითხეთ ასევე:

← წინა

გამოხმაურებები

NetCredit
Nana1 am kompaniashi yvela piroba oficialuria da dafaruli procentebi ar aqvt.
NetCredit
Leqso mat saitze shegidzliat tavad airchiot fuli da dafarvis vada. Ar motyuvdet, ufasod aravin ar mogcemt fuls – ra tqma unda procentebic dagericxebat, magram netcreditshi yvelaferi gamchvirvalea.
NetCredit
ნინა მე ძალიან მომეწონა ეს კომპანია, უპრობლემოდ ავიღე სესხი. ბევრად უკეთესია, ვიდრე ზოგიერთი სხვა კომპანია. რეკომენდაციას ვუწევ.
გამოხმაურებები →