Loading...

თქვენ აქ ხართ

როგორ გავზარდოთ სესხის მიღების შანსები

26 მარტი 2019

თუ თქვენ უკვე შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი კომპანია, სესხის ოდენობა და დრო, რომელშიც აპირებთ ამ სესხის დაფარვას, მაშინ თქვენ მიადექით ამ პროცესის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს - უშუალოდ სესხის მიღებას, ანუ მასზე განაცხადის გაფორმებას. ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე შესაძლებლობას, რომლითაც შეგიძლიათ გაზარდოთ იმის ალბათობა, რომ მიკროსაფინანსო კომპანიისგან განაცხადზე საპასუხოდ მოგივათ სასურველი დადებითი პასუხი.

lariპირველ რიგში, საკუთარი შანსების გასაზრდელად ჯერ კიდევ პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია კომპანია სწორად თქვენს საჭიროებებზე მორგებულად შეარჩიოთ. ამაში დაგეხმარებათ სტატია: „როგორ ავირჩიოთ საუკეთესო კრედიტორი“. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა კრედიტორმა დაინახოს, რომ თქვენი საჭიროებები და მათი მომსახურება ერთმანეთს არ შეესაბამება და უარი გითხრან. მაგალითად, ისეთ შემთხვევაში, როდესაც თქვენ გჭირდებათ გრძელვადიანი საკმაოდ დიდი ოდენობის სესხი ბიზნესის დასაწყებად, ხოლო თქვენ მიერ შერჩეული მიკროსაფინანსო კომპანია მარტო მოკლევადიანი მცირე კრედიტებს გასცემს. ამ შემთხვევაში, ცხადია, ამ კრედიტორს მოუწევს განაცხადზე უარის თქმა.

რა გავაკეთოთ განაცხადის შევსების დროს

მთავარი პრინციპი, რომელიც განაცხადის გაფორმებისას უნდა გახსოვდეთ - წარმოიდგინეთ საკუთარი თავი კრედიტორის ადგილას. თქვენ რომ ყოფილიყავით მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თანამშრომელი, რას მიაქცევდით ყურადღებას და რის საფუძველზე მიიღებდით დადებით ან უარყოფით გადაწყვეტილებას?

ძირითადი პრიორიტეტი, რომელიც კრედიტორებს გააჩნიათ არის მსესხებლის სანდოობა. კომპანიისთვის მთავარია ის, რომ თქვენ დროულად და სრულად დაფაროთ აღებული სესხი. აქედან გამომდინარე, ისინი აქცევენ ყურადღებას იმ ნიშნებს, რამაც შესაძლოა თქვენს პიროვნულ თვისებებზე მეტყველებდეს, ასევე აჩვენებდეს თქვენს ფინანსურ მდგომარეობას.

  • ყურადღებით გაეცანით კითხვებს

მნიშვნელოვანია ანკეტის შევსებისას თქვენი პასუხი ზუსტად უკავშირდებოდეს დასმულ კითხვას. მაგალითად, არ ჩაწეროთ თქვენი მობილურის ნომერი ელექტრონული ფოსტის მისამართისთვის განკუთვნილ ველში. თუ კრედიტორი კითხულობს თქვენს ყოველთვიურ შემოსავალს - მიუთითეთ კონკრეტული ციფრი და არა ის, თუ ვინ არის თქვენი დამსაქმებელი და რამდენი ხანი მუშაობთ მასთან.

  • გადაიკითხეთ თქვენი პასუხები

ზოგჯერ სიტყვებში რამდენიმე გრამატიკული შეცდომაც შესაძლოა გახდეს ის დეტალი, რომელიც განაცხადზე პასუხში გადამწყვეტ როლს ითამაშებს. გამართული წერაც ერთ-ერთი ნიშანია იმისა, თუ რამდენად პასუხისმგებელი და ორგანიზებული ადამიანი ბრძანდებით. ამიტომ თქვენივე აპლიკაციის ერთი გადაკითხვაც კი შესაძლოა დაგეხმაროთ განაცხადის ხარისხის გაუმჯობესებაში. ალტერნატიული მეთოდია, რომ თქვენს ახლობელს ან მეგობარს წააკითხოთ განაცხადი და მან მოგცეთ შენიშვნები და რეკომენდაციები.

  • დაწერეთ მხოლოდ სიმართლე

ეს პუნქტი განსაკუთრებით ხაზგასასმელია. ნებისმიერ კითხვაზე, იქნება ის საკონტაქტო ინფორმაცია თუ დასაქმების შესახებ კითხვა, აუცილებელია მიუთითოთ ნამდვილი ინფორმაცია. მაგალითად, თუ აქამდე სხვა კომპანიაში აგიღიათ სესხი - ამის შესახებ უნდა მიუთითოთ, თუ ამას ანკეტა გეკითხებათ. იგივე ეხება შემოსავალს და სხვა მონაცემებს. საქმე იმაშია, რომ არსებობს სხვადასხვა მონაცემთა ბაზა, რომლებშიც კრედიტორები ამოწმებენ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაციის სანდოობას. განსაკუთრებით სკრუპულოზული არის ბანკები, თუმცა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც ამას აქცევენ ყურადღებას, თუ სესხი დიდ თანხებს ეხება. კეთილსინდისიერება მნიშვნელოვანი თვისებაა, რომელსაც კრედიტორი ძვირად აფასებს. შესაძლოა კრედიტორმა თვალი დახუჭოს თქვენ მიერ წინა სესხის დაფარვის დაგვიანებაზე, თუმცა თუ თქვენ ეცდები ამ საკრედიტო ისტორიის დამალვას და კრედიტორი ამას მონაცემთა ბაზიდან აღმოაჩენს, მაშინ თქვენ ნამდვილად გელით კრედიტზე უარყოფითი პასუხი.

ამ პუნქტების გარდა არსებობს სხვა პირობები, რაც მართლდება კონკრეტული კრედიტორების შემთხვევაში. ჩვენ გირჩევთ, რომ გაეცნოთ მოცემული კრედიტორის მოთხოვნებს და მაქსიმალურად დააკმაყოფილოთ ისინი განაცხადის შევსებისას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია არ დაუშვათ ის ხშირი შეცდომები, რაც პოტენციურ მსესხებლებს მოსდით საქართველოში. ამის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ: „მიკროსესხზე უარის 5 მიზეზი საქართველოში“.

მომწონდა?
მე მომწონს!

1

თქვენ შეაფასეთ ეს საქონელი


წაიკითხეთ ასევე:

← წინა
Loading...

გამოხმაურებები

Crediton
ნიკა ვფიქრობ, რომ იდეალური კომპანია არ არსებობს, ყველას თავისი ნაკლი აქვს, თუმცა კრედიტონს ნაკლი ძალიან უმნშვნელო აქვს, ხოლო დადებითი მხარეები გაცილებით უფრო დიდი, მაგალითად თანხის მაღალი ლიმიტი (10000 ლარამდე!)
NetCredit
Beka1 Ar miyvars kreditis agheba, magram tu gamichirda netcreditshi vigheb, imitom rom gamocdili kompaniaa.
Mogo
ნაირა ყველასთვის ხელმისაწვდომი კომპანიაა. ნებისმიერი ასაკის და ტიპის ადამიანს აძლევენ სესხებს, რაც დასაფასებელია.
გამოხმაურებები →