თქვენ აქ ხართ

როგორია საქართველოში საგადასახადო სისტემა?

17 ოქტომბერი 2017

თითოეული ქვეყნის ეკონომიკის დიდი ნაწილი არის მისი საგადასახადო სისტემა. ზუსტად ის განსაზღვრავს ბიუჯეტის ოდენობას, იმას, თუ რამდენად მარტივია ამ ქვეყანაში ინვესტიციის შეტანა და რამდენად თავისუფალია ეკონომიკა. ამ სტატიაში განვიხილავთ საქართველოს საგადასახადო სისტემას, არსებულ გადასახადებს და იმას, თუ როგორ შეგვიძლია ეს გამოვიყენოთ ჩვენს სასარგებლოდ.

საქართველო მსოფლიო სტატისტიკაში

საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალი გადასახადებია. არსებობს მხოლოდ 6 ფიქსირებული გადასახადი, რომლებსაც მოგვიანებით უფრო დეტალურად განვიხილავთ.

მსოფლიო ქვეყნებს შორის საქართველო მე-9 ადგილს იკავებს დაბალი გადასახადების მაჩვენებლის მიხედვით. საქართველოს 52 ქვეყანასთან აქვს გაფორმებული ხელშეკრულება ორმაგი დაბეგვრის თავიდან არიდების შესახებ. ასევე ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევის „მსოფლიოს კორუფციის ბარომეტრის“ მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის 0%-მა თქვა, რომ საგადასახადო ადმინისტრაციის წევრისთვის ქრთამი მიუცია.

როგორი გადასახადები არსებობს საქართველოში?

საქართველოში დაწესებულია მხოლოდ 6 ფიქსირებული გადასახადი. ესენია:

  1. კორპორაციების მოგების გადასახადი - 15%;
  2. ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახადი - 20%;
  3. დამატებითი ღირებულების გადასახადი - 18%;
  4. სააქციზო გადასახადი (მხოლოდ რამდენიმე ტიპის საქონელზე);
  5. იმპორტის გადასახადი - 0%, 5% ან 12%;
  6. საკუთრების გადასახადი - 1%-მდე.

აღსანიშნავია, რომ სოციალური უზრუნველყოფა საქართველოში არ იბეგრება. ასევე ჩამოთვლილი გადასახადებიდან მხოლოდ საკუთრების გადასახადი არის ადგილობრივი, ხოლო დანარჩენი 5 გადასახადის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

საქართველოში მოქმედი „ეკონომიკური თავისუფლების აქტი“ მთავრობას უკრძალავს გადასახადების აწევას ერთიანი რეფერენდუმის ჩატარების გარეშე.

როგორ გამოვიყენო ეს სისტემა ჩემს სასარგებლოდ?

რომ დავასკვნათ, საქართველოში საკმაოდ დაბალი გადასახადები არის დაწესებული. ეს უფრო მომგებიანს ხდის საქართველოში ბიზნესის დაწყებას. მრავალი ინვესტორი ახორციელებს საქართველოში პირდაპირ ინვესტიციებს, რაც ასევე ზრდის საქართველოს ეკონომიკას.

თუ თქვენც გადაწყვიტეთ საკუთარი ბიზნესის წამოწყება საქართველოში, თუმცა არ გაგაჩნიათ ამისთვის საჭირო საწყისი კაპიტალი, აქედან გამოსავალი არის ბიზნეს პარტნიორების მოძიება, რომლებიც დაგეხმარებიან საკუთარი ინვესტიციის ან საკუთარი თანხის მიღება კრედიტის სახით. იმის შესახებ, თუ როგორ მიიღოთ საჭირო საწყისი კაპიტალი, წაიკითხეთ ჩვენს სტატიაში „მსხვილი სესხები. სად გავაფორმოთ?“ და ასევე სტატიაში „ღირს თუ არა სესხის აღება მეგობრისგან?“

გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, არსებობს მრავალი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც იძლევა გრძელვადიან სესხებს მაღალი თანხის ლიმიტით. ზუსტად ასეთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები დაგეხმარებიან თქვენი ბიზნესის წამოწყებაში. სხვადასხვა კომპანიების პირობებს შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ ჩვენს საიტზე არსებულ რეიტინგში.

მომწონდა?
მე მომწონს!

0

თქვენ შეაფასეთ ეს საქონელი


წაიკითხეთ ასევე:

← წინა

გამოხმაურებები

Amica
კახა არაფერს არ ვუწუნებ ამ კომპანიას, მაგრამ პირადად მე მირჩევნია ბევრი სხვა კომპანია.
Mogo
გიორგი ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა კომპანიას და მოგოს თანამშრომლებს ხარისხიანი სამუშაოსთვის! ძალიან რთული იყო ჩვენი ოჯახისთვის ერთი პერიოდი და გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ ავტოკრედიტის აღება იყო ჩვენთვის. მოგო კი იმდენად დაგვეხმარა ყველაფერში რომ სულაც არ გვქონდა ამ კომპანიის მიმართ რამე ეჭვი. უკვე 1 წელია რაც მოვრჩი ავტოკრედიტს და ისევ და ისევ უღრმესი მადლობა მოგოს!
Amica
ნატალი ძალიან მიყვარს ამიკა, ყოველთვის მივმართავ მცირე სესხისთვის. თავდაპირველად ამ კომპანიაში მიმიზიდა მათი ერთ-ერთი ყველაზე მაგარი თვისება, კერძოდ კი კრედიტის გადავადების პერსპექტივა. არ მქონია შემთხვევა მათი ამ პერსპექტივის დახმარებისთვის და იმედია არც დამჭირდება არასოდეს მაგრამ ვისაც დიდი სესხი აქვთ იმათთვის ალბათ ძალიან საჭიროა. ერთი სიტყვით კარგი კომპანიაა და სხვებთან შედარებით ბევრი დადებით მხარე აქვს!
გამოხმაურებები →