Loading...

თქვენ აქ ხართ

რა ემუქრება მევალეებს საქართველოში?

13 ივლისი 2017

როდესაც სასწრაფოდ გვჭირდება ფინანსური თანხა, ჩვენს დასახმარებლად მოდის სწრაფი სესხები, რომლებიც მარტივია გასაფორმებლად და მათ მისაღებად სახლიდან გასვლაც კი არაა საჭირო. თუმცა, ფულის მარტივად მიღებისას, ბევრ ადამიანს ავიწყდება მოსალოდნელი შედეგი. რა ელის მევალეს, რომელიც თანხას დროულად არ დააბრუნებს? შეძლებს კი ის ისეთი ზომების მიღებას, რომლებიც სიტუაციას გამოასწორებს?

სწრაფი სესხის მიღება, კომპანიების მოთხოვნების მიხედვით, შეუძლია პრაქტიკულად ნებისმიერი მოქალაქეს. მთავარია საქართველოს მოქალაქეობა, 20 წლიდან 60 წლამდე ასაკი და ბანკში ანგარიშის ქონა. არაა საჭირო დოკუმენტების შეგროვება, გირაო ან თავმდები.

რა ემუქრება მევალეებს საქართველოშიასეთი მიდგომა მოსახერხებელია იმით, რომ სწრაფი ფინანსური აუცილებლობის შემთხვევაში, არავინ არ შეამოწმებს დიდხანს მევალეს. მისთვის საკმარისია ონლაინ განაცხადის შევსება და კრედიტორის პასუხისთვის დალოდება. დადებითი პასუხის შემთხვევაში, თანხა გადმორიცხული იქნება 15 წუთის განმავლობაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე. თანხის დარიცხვის საბოლოო დრო დამოკიდებული იქნება თავად ბანკზე. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს ხდება ძალიან სწრაფად, ხოლო ზოგჯერ საჭიროა 1 დღის განმავლობაში ლოდინი.

შედეგები მსესხებლისთვის

იმ სიმარტივისა და სისწრაფის გათვალისწინებით, რომლითაც შესაძლოა სესხის მიღება, ზოგ მსესხებელს ავიწყდება, რომ ობიექტურად შეაფასოს ყველა რისკი. საკუთარი ძალების არასწორად შეფასებამ შესაძლოა გამოიწვიოს დროულად გადაუხდელი სესხი. რა საფრთხეს უქმნის ეს მსესხებელს?

თუ კი ჩავიხედავთ კომპანიასთან ხელშეკრულებაში, იქ აუცილებლად შეგვხვდება პუნქტი, რომელიც ეხება მსესხებლის პასუხისმგებლობას. კერძოს, იქ საუბარია იმაზე, რომ დათქმულ ვადაში სესხის გადაუხდელობის გამო კრედიტორი დააკისრებს მსესხებელს თანხის 0,41%-ს თითოეულ გადავადებულ დღეზე.

დარიცხვა დასრულდება დაახლოებით ერთი წელიწადის შემდეგ, როდესაც მთლიანად დარიცხული პროცენტების ჯამი მიაღწევს 150%-ს.

აღსანიშნავია, რომ პირველი 5 დღე კრედიტორი არ რიცხავს ჯარიმას. ხშირი შემთხვევა, როდესაც მსესხებელს უბრალოდ დაავიწყდა სესხის გადახდის ვადა ან გადარიცხვისას შეიქმნა ტექნიკური სირთულეები. ამიტომაც 5 დღე არის ის პერიოდი, როდესაც მსესხებელს ეძლევა მეორე შანსი და ჯარიმის გარეშე შეუძლია სესხის თანხის დაფარვა.

ფულადი სანქციების გარდა, სესხის გადავადების შემთხვევაში, გადავადებული სესხის შესახებ ინფორმაცია იგზავნება საკრედიტო ისტორიების ბიუროში, რის შედეგადაც მსესხებლის საკრედიტო ისტორია საკმაოდ ფუჭდება.

მომავალში ასეთი მსესხებლისთვის უფრო რთული იქნება სესხის მიღება ბანკში ან თუნდაც მცირე სესხი მიკროსაფინანსო კომპანიაში. ამიტომ სასურველია, რომ გადავადებულ სესხამდე სიტუაცია არ მიიყვანოთ. ეს მოიტანს დამატებით სირთულეებს როგორც მსესხებლისთვის, ასევე კრედიტორისთვის.

რა შეიძლება მოვიმოქმედოთ?

მსესხებლები, რომლებსაც არ შეუძლიათ სესხის დაბრუნება დროულად, პირველ რიგში, უნდა დაუკავშირდნენ კრედიტორს. კომპანიამ, შესაძლოა, შესთავაზოს მათ სესხის დაფარვის გადავადება. ამის შესახებ უფრო დაწვრილებით წაიკითხეთ ჩვენს სტატიაში „როგორ გავაგრძელოთ სესხის ვადა?“

ამ მომსახურეობის მიღება შესაძლოა, სანამ მსესხებელმა ჯერ არ გადააცილა სესხის დაფარვის ვადას. ეს მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, არ დაემალოთ კრედიტორებს, არამედ დროულად დაუკავშირდეთ მათ და განიხილოთ ყველა დეტალი.

სესხის დაფარვის გადავადებაზე შეთანხმების შემდეგ, კლიენტს შეუძლია შეუდგეს საკუთარი ფინანსური სიტუაციის გაუმჯობესებას. ხშირად ეს პაუზა საკმარისია იმისათვის, რომ მყარად დადგეთ ფეხზე ფინანსური თვალსაზრისით და დროულად დაფაროთ დავალიანება, ამრიგად შეინარჩუნოთ თქვენი საკრედიტო ისტორია სუფთა

მომწონდა?
მე მომწონს!

0

თქვენ შეაფასეთ ეს საქონელი


წაიკითხეთ ასევე:

← წინა
Loading...

გამოხმაურებები

Crediton
ნიკა ვფიქრობ, რომ იდეალური კომპანია არ არსებობს, ყველას თავისი ნაკლი აქვს, თუმცა კრედიტონს ნაკლი ძალიან უმნშვნელო აქვს, ხოლო დადებითი მხარეები გაცილებით უფრო დიდი, მაგალითად თანხის მაღალი ლიმიტი (10000 ლარამდე!)
NetCredit
Beka1 Ar miyvars kreditis agheba, magram tu gamichirda netcreditshi vigheb, imitom rom gamocdili kompaniaa.
Mogo
ნაირა ყველასთვის ხელმისაწვდომი კომპანიაა. ნებისმიერი ასაკის და ტიპის ადამიანს აძლევენ სესხებს, რაც დასაფასებელია.
გამოხმაურებები →