თქვენ აქ ხართ

რატომ აქვთ დაოჯახებულ მამაკაცებს უფრო მაღალი შემოსავალი?

10 ოქტომბერი 2017

არსებობს არაერთი მეცნიერული კვლევა, რომლის მიხედვითაც დაოჯახებულ მამაკაცებს გაცილებით უფრო მაღალი შემოსავალი აქვთ, ვიდრე მამრობითი სქესის დასაოჯახებელ წარმომადგენლებს. დაოჯახებულ მამაკაცებს საშუალოდ 25%-ით მაღალი შემოსავალი აქვთ. ამას გავლენა აქვს არა მარტო მათი ცხოვრების ხარისხზე, არამედ იმაზეც, თუ რამდენად მარტივად მისცემენ მათ საჭიროების შემთხვევაში სესხს.

ამის სრულიად საპირისპირო ტენდენცია ვლინდება მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში. დაოჯახებული მანდილოსნები დაახლოებით 10%-ით ნაკლებს შოულობენ ვიდრე მდედრობითი სქესის დასაოჯახებელი წარმომადგენლები. ქორწინებასა და სესხზე სხვა ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ჩვენს ბლოგზე, მაგალითად სტატიაში „როგორ იყოფა კრედიტი განქორწინებისას?“ ამ სტატიაში კი ჩვენ განვიხილავთ იმ სავარაუდო მიზეზებს, თუ რატომ გამოიმუშავებენ მეტს დაოჯახებული მამაკაცები, ხოლო დაოჯახებული ქალები - ნაკლებს, ასევე როგორ შეიძლება ამან იმოქმედოს მათ საკრედიტო ხაზზე.

მაღალი შემოსავლის მიზეზები

პირველი მიზეზი არის ის, რომ დაოჯახებულ მამაკაცს აქვს უფრო დიდი მოტივაცია გამოიმუშავოს მეტი, რადგან მას სურს, ფინანსურად უზრუნველყოს საკუთარი ოჯახი.

მეორე მიზეზი არის დაკავშირებული ასაკთან. როგორც წესი, ასაკთან ერთად იზრდება ადამიანის კომპეტენტურობა მის პროფესიონალურ სფეროში, იგი აგროვებს გამოცდილებას და შესაბამისად მას ეზრდება შემოსავალი. ქორწინებაც როგორც წესი უფრო ზრდასრული მამაკაცების პრეროგატივაა, ვიდრე ახალგაზრდა ბიჭების.

გარდა ამისა, ბევრი ადამიანი თვლის, რომ ზუსტად ცოლები არიან დიდი მოტივატორი მამაკაცისთვის. ისინი ეხმარებიან საკუთარ ქმარს პირად და პროფესიონალურ განვითარებაში, მუდამ გვერდში უდგანან. ასეთი ქალის მეუღლეს უფრო მარტივად გამოსდის სამსახურში პრობლემების დაძლევა და შესაბამისად მეტი ანაზღაურების მიღება.

თუმცა ზუსტად ეს მხარდაჭერა ზოგი ქალის შემთხვევაში ხდება მათივე კარიერის ფასად. ხშირად ქალები ქორწინების შემდეგ აღარ აქცევენ დიდ ყურადღებას კარიერას და უფრო მეტ დროს უთმობენ ოჯახსა და ბავშებს. განსაკუთრებით მაღალია ამის მაჩვენებელი საქართველოში. სავარაუდოდ, ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ დაოჯახებულ ქალებს სტატისტიკურად უფრო დაბალი შემოსავალი აქვთ.

როგორ მოქმედებს ეს კრედიტის მიღებაზე?

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, სტატისტიკურად, დაოჯახებულ მამაკაცებს უფრო სტაბილური ცხოვრება აქვთ, მათ შორის ფინანსურ მხრივ. ამიტომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვისაც სასურველია დაოჯახებული მამაკაცისთვის კრედიტის მიცემა, რადგან ის უფრო დიდი ალბათობით მას დაფარავს დროულად. თუმცა მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა უმეტესობას არ აქვს წვდომა ამ ინფორმაციაზე კლიენტის შესახებ. მრავალი ორგანიზაციის შესავსებ აპლიკაციაში საერთოდ არ არის ნახსენები ოჯახური მდგომარეობის საკითხი. თუმცა თუ კი ის არის ნახსენები, დიდი ალბათობით, სასურველი პასუხი კრედიტორისთვის იქნებოდა „დაოჯახებული“.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ აუცილებლად სწრაფად უნდა მოძებნოთ თქვენი ცხოვრების თანამგზავრი. თუ თქვენ აპლიკაციაში ჩაწერეთ, რომ დასაოჯახებელი ბრძანდებით, უნდა ეცადოთ, რომ ეს ფაქტი დააბალანსოთ მყარი საკრედიტო ისტორიით და მაშინ თქვენ კრედიტის მიღებაში სირთულე არ წარმოგექმნებათ. სხვადასხვა კომპანიების მოთხოვნების გაცნობა შეგიძლიათ ჩვენს საიტზე განთავსებული რეიტინგში, რომელიც ამ პროცესს თქვენთვის ბევრად უფრო მარტივს გახდის.

მომწონდა?
მე მომწონს!

0

თქვენ შეაფასეთ ეს საქონელი


წაიკითხეთ ასევე:

← წინა

გამოხმაურებები

Crediton
Nutsa Krediton ert-erti ishviati kompaniaa sakartvelos bazarze, romelic mokle vaditac ki sakmaod maghal tanxas idzleva kreditad. Rogorc vici, mati maximaluri limiti 10000 lars sheadgens, tumca me amxela ar amighia da ramdenime atasi lari avighe roca mchirdeboda.
Amica
ვახტანგი კოპანია, რომელსაც ყოველთვის ვენდობი, ვხმარობ და ვრჩები კმაყოფილი. ძალიან ცუდად ვარ განწყობილი სესხის მიმართ, მაგრამ ასეთ კომპანიასთან როგორც ამიკა არ ვნერვიულობ!
Eurocredit
ნატა ავირჩიე ეუროკრედიტი, რადგან მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ და ვენდობი. ძალიან მიხარია რომ ავირჩიე ეს კომპანია. საუკეთესო გარემო საუკეთესო პირობებთან ერთად.
გამოხმაურებები →