თქვენ აქ ხართ

მითები მიკროკრედიტების შესახებ

17 აპრილი 2019

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები უკვე საკმაოდ გავრცელებულია საქართველოში და ყოველდღიურად ბევრ მომხმარებელს ეხმარება ფინანსური პრობლემების გადაჭრაში. თუმცა ჯერ კიდევ არსებობს მათ შესახებ მითები. ამ სტატიის წაკითხვა განსაკუთრებით საინტერესო და სასარგებლო იქნება მათთვის, ვისაც გაუგია მიკროკრედიტების შესახებ, თუმცა ჯერ ფიქრობს აიღოს თუ არა იგი. იმის შესახებ, თუ როგორ მიიღოთ სწრაფი ონლაინ კრედიტი, იხილეთ ჩვენი სტატია: „როგორ ავირჩიოთ საუკეთესო კრედიტორი“.

lariმითი 1. მიკროკრედიტებზე მოქმედებს მაღალი პროცენტები

არსებობს ლეგენდა იმის შესახებ, რომ მიკროსესხებზე საპროცენტო განაკვეთი ზედმეტად მაღალია და მათ აღებას აზრი არ აქვს. სინამდვილეში, როგორც თქვენ უკვე იცით, მიკროკრედიტები არსებობს მოკლევადიანი სესხების აღებისთვის - ვადით საშუალოდ ერთი კვირიდან ერთ თვემდე. ასეთი მოკლევადიანი სესხის აღების შემთხვევაში პროცენტების შეგროვების დრო ფიზიკურად არ არსებობს, ამიტომ პროცენტული დამატებითი გადასახადი საკმაოდ მცირეა. გარდა ამისა, ბევრ მიკროსაფინანსო კომპანიას აქვს ერთგული მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული პროგრამები, რომელთა ფარგლებში მეორედან დაწყებული ყოველი შემდგომი სესხის შემთხვევაში პროცენტი უფრო დაბალი ხდება. მეტ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ სტატიაში: „როგორ დავზოგო თანხა კრედიტის აღებისას?

მითი 2. მიკროსესხებს იღებენ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში

ეს მითიც დაკავშირებულია წინა მითთან იმის შესახებ, ვითომ მიკროსესხებზე პროცენტები ძალიან მაღალია. ამ მითის მომხრეთა აზრით, სესხის გაფორმება ჯობია ბანკში და მიკროკრედიტს იყენებენ ვითომდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ბანკში სესხის აღება შეუძლებელია. სინამდვილეში მიკროსესხებს აქვთ უპირატესობა ბანკში აღებულ სესხთან შედარებით. ყველაზე წონადი უპირატესობა არის აღების სიმარტივე და სისწრაფე. შესაძლოა, თქვენი ოცნების მობილურზე ზუსტად დღეს არის 40%-იანი ფასდაკლება და თქვენ კიდევ ხელფასამდე ორი კვირა დაგრჩათ. მაშინ ონლაინ შეგიძლიათ ჩაირიცხოთ საბანკო ბარათზე თანხა რომელიმე მიკროსაფინანსო კომპანიისგან, ხოლო ბანკში მისვლას და საბუთების წარდგენას რამდენიმე დღე დასჭირდებოდა. ტელეფონზე მოცემული ფასდაკლების გათვალისწინებით, თქვენ სესხზე პროცენტების გადახდის შემდეგაც მოგებაში გამოდიხართ.

მითი 3. მიკროსესხებზე თანხის ლიმიტი ძალიან დაბალია

არსებობს მოსაზრება, რომ მიკროსაფინანსო კომპანიებში სესხები მხოლოდ 100-200 ლარის ოდენობით გაიცემა. თუმცა ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. ბევრ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში კრედიტის ლიმიტი 1000 ლარსაც აღემატება. მაგალითად, ჩვენს პორტალზე რეიტინგში მოცემული კომპანიაში Crediton პირველი სესხის მიღებისას თანხის ლიმიტი 3,000 ლარს აღწევს. ხოლო ერთგული მომხმარებლებისთვის ეს თანხა იზრდება 10,000 ლარამდე! ასე რომ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში შესაძლოა საკმაოდ საგრძნობელი თანხის მიღებაც, რომელსაც შეუძლია გრძელვადიან პერსპექტივაში შეცვალოს თქვენი ფინანსური მდგომარეობა.

მითი 4. მიკროსაფინანსო კომპანიები ყველას აძლევს სესხებს

იმის გამო, რომ ონლაინ კრედიტების უმეტესობის შემთხვევაში განაცხადში არ მოითხოვება არანაირი საბუთების წარდგენა, ზოგიერთ მსესხებელს ჰგონია, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ნებისმიერ შემთხვევაში შეძლებენ კრედიტის აღებას. სინამდვილეში, მიკროსაფინანსო კომპანიები ამოწმებენ სესხზე განაცხადების ავტორებს, იმის მიუხედავად, რომ ისინი არ ითხოვენ, მაგალითად, შემოსავლის დამადასტურებელ დოკუმენტს. მხოლოდ თქვენი პირადი ნომრის გამოყენებით მათ შეუძლიათ თქვენი სანდოობის შემოწმება. თუმცა თქვენ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ - დიდი ალბათობით, კრედიტორი უარს მხოლოდ იმას ეტყვის, ვისაც დიდი ხნით დაგვიანებული კრედიტი აქვს საკრედიტო ისტორიაში.

მითი 5. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები არალეგალური კომპანიებია

მოსახლეობაში არსებობს სტერეოტიპი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ცუდი რეპუტაციის შესახებ, ვითომდა ისინი ნახევრად-ლეგალური დაწესებულებებია და კანონებს არ ემორჩილებიან. სინამდვილეში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში არსებობს მუხლი „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“, რომელიც არეგულირებს მათ საქმიანობასაც და შემდეგ აკონტროლებს ამის შესრულებას. არც ერთ მიკროსაფინანსო კომპანიას არ უღირს საქართველოს იურიდიულ სისტემასთან პრობლემების შექმნა, ამიტომ ისინი გულმოდგინედ იცავენ მოცემულ კოდექსს. მთავარია, რომ კრედიტორის შერჩევისას მიაქციოთ ყურადღება, რომ მათი საიტი გამჭვირვალეა (მაგალითად, მასზე მოცემულია სრული ხელშეკრულება კრედიტის მიღების შესახებ) და მაშინ თქვენ სრულად დაცული იქნებით.

თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენი რეიტინგის რომელიმე კომპანიას კრედიტისთვის და თავად დარწმუნდებით, რომ მოცემული მითები რეალობას არ შეესაბამება.

მომწონდა?
მე მომწონს!

1

თქვენ შეაფასეთ ეს საქონელი


წაიკითხეთ ასევე:

← წინა

გამოხმაურებები

NetCredit
Nana1 am kompaniashi yvela piroba oficialuria da dafaruli procentebi ar aqvt.
NetCredit
Leqso mat saitze shegidzliat tavad airchiot fuli da dafarvis vada. Ar motyuvdet, ufasod aravin ar mogcemt fuls – ra tqma unda procentebic dagericxebat, magram netcreditshi yvelaferi gamchvirvalea.
NetCredit
ნინა მე ძალიან მომეწონა ეს კომპანია, უპრობლემოდ ავიღე სესხი. ბევრად უკეთესია, ვიდრე ზოგიერთი სხვა კომპანია. რეკომენდაციას ვუწევ.
გამოხმაურებები →