თქვენ აქ ხართ

MyCredit

რეიტინგი:
1
მხარდაჭერის სამსახური: 
(032) 2 88 00 00

MyCredit.ge წარმოადგენს კომპანიის Friendly Finance-ის ქართულ ბრენდს, რომელიც საქართველოს ფარგლებში გასცემს ონლაინ სესხებს. MyCredit.ge ხელს უწყობს კლიენტებს მოკლევადიანი ფინანსური პრობლემების სწრაფად გადაჭრაში. ამ ფინანსურმა კომპანიამ უკვე 700,000-ზე მეტი კრედიტი გასცა მსოფლიოში.

ზოგადი პირობები

სესხის მიღება შეუძლია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს. სესხის თანხა მერყეობს 100 ლარიდან 800 ლარამდე. სესხის აღება შესაძლებელია ვადით 7, 14 ან 21 დღით. წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 60-99%-ს. განაცხადის მიღებისას განხილული იქნება მომხმარებლის გადახდისუნარიანობა და შიდა შეფასების სისტემით მოხდება გადაწყვეტილების მიღება. იმ შემთხვევაში, თუ აღებული სესხის დაფარვას დროულად ვერ ახერხებთ, შესაძლებლობა გაქვთ გამოიყენოთ კრედიტის გადახდის თარიღის შეცვლის სერვისი.    

სესხის მიღების ინსტრუქცია

  1. მთავარ გვერდზე ან პირად ანგარიშზე სესხის სასურველი თანხისა და ვადის არჩევა;
  2. პირადი ინფორმაციის შეყვანა და მობილურზე მოსული კოდით დადასტურება;
  3. ანგარიშის დადასტურება 1 თეთრის გადარიცხვით;
  4. განაცხადზე პასუხის გაგება და დადებითი შედეგის შემთხვევაში თანხის მიღება.

სესხის დაფარვის საშუალებები

  • ინტერნეტ/მობაილ ბანკი (თიბისი ბანკის, საქართველოს ბანკისა ან ლიბერთი ბანკის ანგარიშზე);
  • ბანკის ფილიალიდან;
  • სწრაფი გადახდის აპარატიდან (TBC Pay, PayBox, Express Pay, MultiPay).

სხვა კომპანიებთან შედარებით უპირატესობები

  • მოქნილი მომსახურეობა - შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე სესხის აღება.
  • პასუხისმგებლობა - საიტზე კომპანიის პირობების გამჭვირვალედ არის წარმოდგენილი.
  • კომფორტული მომსახურეობა - მომხმარებლებს საჭიროების მიხედვით ეხმარებიან ოპერატორები.
  • დაბალი საპროცენტო განაკვეთი.

დატოვე კომენტარი

გამოხმაურებები MyCredit-ის შესახებ

მანჩო 19 თებერვალი 2018, 11:22
არ მომწონს ამათი საიტი, რაღაც ისეთი დიზაინია რომ სულ მღლის თვალებს.
ხათუნა 27 ივლისი 2017, 10:48
ძალიან კარგი კომპანიაა, ყველაფერი უპრობლემოდ მიმდინარეობს.
ბექა 3 აგვისტო 2017, 18:33
ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა ამ კომპანიასთან, სანამ სესხის დაფარვის ვადა არ მოახლოვდა. 2 დღით ადრე დამიწყეს რეკვა და შემაწუხებელი ზარები. შემდეგ ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოხდენას ცდილობდნენ, რომ თანხა დამეფარა დროულად. ამის შემდეგ სხვა კომპანიაში ავიღებ კრედიტს, თუ კიდევ დამჭირდა.
ნიკუშა 7 აგვისტო 2017, 17:08
ყველაზე მაგარი კომპანიაა და არ დაუჯეროთ უარყოფით კომენტარებს. მე ტელეფონზე მპასუხობდნენ ეგრევე ყოველთვის და არც მაწუხებდნენ ზედმეტი სმსებითა და ზარებით კრედიტთან დაკავშირებით. კარგი სამუშაო გუნდია ნამდვილად.
გიორგიი 9 აგვისტო 2017, 21:47
უცნაური კომპანიაა, ტელეფონზე არ მპასუხობდნენ ხოლმე. შემდეგ დარჩენილი გადასახდელი თანხის დასახელება არ შეეძლოთ. თუ მშვიდად გინდათ ცხოვრება, ჯობს მათ არ მიმართოთ.
ბელლა 27 აგვისტო 2017, 15:26
პრობლემური ორგანიზაცია არის. ბარათის შეყვანისას სულ შეცდომას მიგდებდა და ბევრი დრო დავკარგე, როცა სასწრაფოდ მჭირდებოდა ფული. საბოლოოდ მივიღე მომსახურეობა, მაგრამ არ ვარგოდა სერვისი.
მიშა 18 აგვისტო 2017, 09:16
უდავოდ 5 ვარსკვლავს ვუწერ. არანაირი პრობლემა, არანაირი უარყოფითი პასუხი. ყველაფერი ზუსტად ხუთიანზე სრულდებოდა!
გიო 6 სექტემბერი 2017, 20:46
ცხოვრებაში არასდროს არ მიმართოთ ამ მიკროსაფინანსოს. სიტყვაზე დამიჯერეთ, საშინელი გამოცდილება მაქვს. ეს კომპანია ყველაზე ცუდი რამეა, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა. ჯობს მეგობრებს ან ნათესავებს სთხოვოთ ფული. გადავადებაში იმდენი ფული გადავყარე, რომ ჯობდა არც ამეღო კრედიტი.
მანანა 14 აგვისტო 2017, 12:06
სწრაფი და მოსახერხებელი სერვისი. განაცხადის გაფორმებისას არანაირი პრობლემა არ შემქნია. ერთადერთი უარყოფითი მხარე - შეუძლებელია მოკლე დროით მინიმალური პროცენტის მიღება. თუმცა 1%-საც არაუშავს.
ეკატერინე 23 ივლისი 2017, 22:19
არ მომეწონა სერვისი დიდად, არ მპასუხობდნენ ხოლმე წესიერად კითხვებზე. კარგად ინფორმირებულები არ არიან ოპერატორების კომპანიის საქმიანობის შესახებ.
გოჩა 25 აპრილი 2017, 11:58
მთლიანობაში ნორმალური მიკროსაფინანსო კომპანიაა, თუმცა განაცხავს უფრო სწრაფად რომ იხილავდეს, ბევრად უკეთესი იქნებოდა.
ბექა 26 აპრილი 2017, 14:57
ზოგჯერ არსებობს ისეთი სიტუაციები, როცა ძალიან გვჭირდება ფული. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვენდოთ ამ კომპანიას და მისი მიკროსესხები გამოვიყენოთ სახლიდან გაუსვლელად.
კობა 5 აპრილი 2017, 01:55
არ მიყვარს ზოგადად სესხის აღება, მაგრამ როცა მიწევს, ამ კომპანიას ვიყენებ. ჯერ-ჯერობით იმედები არ გაუცრუვებიათ.
შალვა 18 აპრილი 2017, 17:40
ნორმალური კომპანიაა, არაფერი განსაკუთრებული

გამოხმაურებები

lendo
მარიამი1 ლენდოს ვხმარობ საჭიროების შემთხვევაში, რადგან ჩემთვის მთავარი კრიტერიუმები აქვს. მაგალითად ის, რომ დაბალი საპროცენტო განაკვეთი აქვს ან ისიც, რომ ერთდროულად რამდენიმე სესხის გააქტიურებაა შესაძლებელი.
Crediton
ნანა რეიტინგის მიხედვით ყველაზე მაღალი ადგილი უკავია და ამიტომ ავიღე აქ სესხი. წარმატებით ავიღე და წარმატებით დავფარე!
Continental City Credit
ნატა ძალიან კარგი და მისასალმებელი ფუნქცია აქვს კომპანიას ბიზნესის სესხის ტიპის აღების საშუალება.
გამოხმაურებები →