თქვენ აქ ხართ

ღირს თუ არა სესხის აღება მეგობრისგან?

16 აგვისტო 2017

ფინანსური, მით უმეტეს მოულოდნელი, პრობლემების დროს ადამიანების ნებისმიერ ხერხს მიმართავენ სიტუაციის გამოსასწორებლად. ყველაზე ხშირად გამოყენებადი ხერხების გარდა (კრედიტის მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან, კრედიტის ბანკიდან), ისინი მიმართავენ სხვა ხერხებსაც. ერთ-ერთი მსგავსი ხერხი არის სესხის აღება მეგობრისგან, ნათესავისგან ან უბრალოდ ნაცნობისგან. მსგავსი სიტუაციის შემთხვევაში, გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი, რომელსაც ამ სტატიაში განვიხილავთ.

პირველ რიგში, სასურველია, რომ მეგობარს ყველა დეტალზე შეუთანხმდეთ. ასეთი დეტალებია: რამხელა თანხა გჭირდებათ, რამდენ ხანში დააბრუნებთ მას, გამოიყენებთ თუ არა რაიმე საპროცენტო განაკვეთის სისტემას თუ არა. თუ პროცენტებზე შეთანხმება თქვენთვის ზედმეტად ფორმალური ჩანს, შეგიძლიათ შეუთანხმდეთ მეგობარს, რომ დროულად თანხის არდაბრუნების შემთხვევაში, თქვენ მას აჩუქებთ ტელევიზორს ან სხვა რაიმე ნივთს, რომელიც მას მოსწონს. ანალოგიურად, თუ თქვენგან მეგობარი დიდ თანხას ითხოვს დროებით, სჯობს სიფრთხილე გამოიჩინოთ და მსგავსი პირობებით მიმართოთ მას.

დეტალებზე შეთანხმების შემდეგ, სასურველია, რომ გააფორმოთ დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება ყველა დეტალი და იგი ხელმოწერილი იქნება ორივე მხარის მიერ. ეს დოკუმენტი უნდა იყოს ორ ეგზემპლიარად და განაწილდეს თანაბრად მხარეებს შორის. ეს აუცილებელია იმ შემთხვევისთვის, თუ მომავალში თქვენ ან თქვენი მეგობარი სხვა პირობებით ითხოვთ თანხის დაბრუნებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი დოკუმენტის არსებობა იმ შემთხვევისთვის, თუ მსესხებელი უკან თანხას არ აბრუნებს. თუ თქვენ სასამართლოს გზით გადაწყვეტთ თანხის მეგობრისგან დაბრუნებას, მაშინ ეს დოკუმენტი იქნებოდა სესხის არსებობის ყველაზე პირნათელი დასტური.

თუ თქვენთვის ზედმეტად ფორმალურია დოკუმენტის გაფორმება ან სხვა რაიმე მიზეზის გამო ეს შეუძლებელია, მაშინ სასურველია გყავდეს მოწმე, რომელიც უთანხმოების შემთხვევაში სასამართლოში ჩვენებას მისცემს. უკიდურეს შემთხვევაში, რაიმე წერილობითი ფორმით საუბარი ამ კრედიტზეც შეიძლება გამოდგეს სასამართლოზე - მაგალითად ონლაინ-მიმოწერა, სადაც ნახსენებია სესხის ყველა დეტალი.

რომ დავასკვნათ, თუ კი თქვენ ფიქრობთ იმაზე, რომ აიღოთ სესხის მეგობრისგან, სერიოზულად უნდა მიუდგეთ ამ საქმეს და გაითვალისწინოთ, რომ ეს ბევრად უფრო ფორმალური შემთხვევა იქნება ვიდრე ნებისმიერ რამ, რაც აქამდე მეგობრისთვის გითხოვიათ. პატივი უნდა სცეთ მის გადაწყვეტილებას და უარის მიღების შემთხვევაშიც გაითვალისწინოთ, რომ მას ამისთვის მიზეზები ჰქონდა. ჩვენ გირჩევთ, რომ წინასწარ აწონ-დაწონოთ თქვენი მეგობრობის ყველა ფაქტორი, რადგან ფინანსები ბევრი ადამიანისთვის უხერხული თემაა და თქვენი მეგობარი იმდენად ახლო უნდა იყოს თქვენთვის, რომ მასთან ყველაფერზე საუბარი შეგეძლოთ. ამ შემთხვევაში, არ არის გასათვალისწინებელი მხოლოდ მეგობრის ფინანსური მდგომარეობა, თუმცა ამასაც ყურადღება სჯობს მიაქციოთ.

იმ შემთხვევაში, თუ კი თქვენ გადაწყვიტეთ, რომ მეგო ბარს თანხა სჯობს არ სთხოვოთ ან მეგობარმა უარი გითხრათ, მაშინ შეგიძლიათ განიხილოთ ფულის მიღების სხვა ხერხები. მაგალითად, შეგიძლიათ აიღოთ სესხი ბანკში, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მოგიწევდათ სხვადასხვა დოკუმენტის შეგროვება, ზოგჯერ (ეს დამოკიდებულია სესხის ოდენობაზე) თავმდები პირის პოვნა ან/და გირაოს წარმოდგენა. ბანკში სესხის აღების დადებითი მხარე არის მაღალი თანხის მიღების საშუალება, თუმცა ამისთვის აუცილებელია სათანადო შემოსავლის ქონა და მისი დადასტურება.

მეორე ალტერნატივა არის მიკროსაფინანსო კომპანიაში სესხის აღება, რაც ნაკლები ენერგიისა და დროის ხარჯვასთან არის დაკავშირებული. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უმეტესობა არ ითხოვს არც გირაოსა და არც თავმდებ პირს, წარმოსადგენი ინფორმაციის რაოდენობაც მინიმალურია. ამ შემთხვევაში, საჭიროა კარგად შეისწავლოთ სხვადასხვა მიკროსაფინანსო კომპანიის მოთხოვნები და შემოთავაზებები და ამის შემდეგ აირჩიოთ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი. ამაში დაგეხმარებათ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეიტინგი. რეიტინგი შედგენილია ამ სფეროში პროფესიონალთა შეფასებით და ჩვეულებრივი მომხმარებლების გამოხმაურების საფუძველზე.

მომწონდა?
მე მომწონს!

0

თქვენ შეაფასეთ ეს საქონელი


წაიკითხეთ ასევე:

← წინა

გამოხმაურებები

Vivus
კახა ძალიან არ მომეწონა ვივუსში ასაკობრივი საკითხი! მე არ შემეხო ეს პრობლემა და სესხის დაფარვის შემდეგ კმაყოფილი დავრჩი.
Credia
მარიამი*** ყოველთვის ვუკვირდები ჩემს ფინანსებს და სესხს ვერიდები მაგრამ დამჭირდება საკმაოდ დიდი თანხა და დავიწყე მიკროსესხების ბაზარზე კომპანიის შოვნა. და კრედიაზე გავჩერდი რადგანაც პირველივე სესხიდან დიდი თანხის აღება იყო შესაძლებელი. კმაყოფილი დავრჩი და წარმატებით დავფარე სესხი.
Amica
გვანცა ყელაზე კარგი ფუნქციები აქვს ამიკას! ერთ-ერთი არის ის რომ არსებობს პერსპექტივა სესხის გადავადების. ან ის რომ თანხის მაქსიმალური ლიმიტი არის 1000 ლარი.
გამოხმაურებები →