თქვენ აქ ხართ

საუკეთესო სესხი საახალწლოდ

14 დეკემბერი 2017

ახლოვდება ახალი წელი და ამასთან ერთად იზრდება მოთხოვნა სამომხმარებლო სესხებზე. დეკემბრის მეორე ნახევარი და იანვრის დასაწყისი - არის ის დრო, როცა ძალიან ბევრ ადამიანს სჭირდება სწრაფი სესხის აღება. პირველ რიგში, მალე დადგება ახალი წელი და ყველას სურს, რომ მას ღირსეულად შეხვდეს - აჩუქოს ყველა ახლობელს კარგი საჩუქრები და გაშალოს ბარაქიანი სუფრა 31 დეკემბრის ღამეს. ხომ ცნობილია - როგორც შეხვდები ახალ წელს, ისე გაატარებ. ამიტომ ყველას უნდა შეხვდეს ახალ წელს საკმარისი ფულით, რაშიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციები დაგეხმარებათ. გარდა ამისა, ზამთრის პერიოდში უფრო მაღალია კომუნალური გადასახადები, უმეტესად გათბობის გამო. ამიტომ საახალწლო საყიდლებისთვის არსებული ბიუჯეტი არ არის საკმარისი.

იმისთვის, რომ თქვენთვის საახალწლოდ კრედიტის აღება უფრო მარტივი და მოსახერხებელი იყოს, ჩვენ შევადგინეთ ჩვენი აზრით 5 ყველაზე მომგებიანი საკრედიტო შეთავაზების ჩამონათვალი. თუმცა თითოეული ადამიანისთვის განსხვავებული სესხი შეიძლება იყოს მომგებიანი, ამიტომ უფრო მეტი მიკროსაფინანსო კომპანიის შეთავაზებების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს რეიტინგში.

Solva

ჩვენს რეიტინგში მომხმარებლების მიერ ყველაზე მაღალი შეფასება მიეკუთვნება ზუსტად ამ კომპანიას. ამიტომაც გადავწყვიტეთ, დაწვრილებით შეგვესწავლა, თუ რა პირობებს სთავაზობს ის მომხმარებლებს. ჩვენ აღმოვაჩინეთ ორი ყველაზე დიდი უპირატესობა - მაღალი თანხის ლიმიტი (3000 ლარი) და გრძელვადიანი სესხის აღების შესაძლებლობა (12 თვემდე). ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ საახალწლოდ აიღოთ Solva.ge-ზე კრედიტი, ხოლო შემდეგ იგი 12 თვის განმალობაში დაფაროთ და არ მოგიწევთ ამაზე იანვრის ბოლოსვე ფიქრი.

NetCredit

ეს კომპანია განსაკუთრებით მოსახერხებელ პირობებს სთავაზობს მეორე სესხის აღებისას. თანხის გაზრდილი ლიმიტის (1000 ლარი) გარდა, ის მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ყველაზე მარტივად აიღოს განმეორებითი სესხი. ამისთვის საჭიროა მხოლოდ SMS-შეტყობინების გაგზავნა, რომელშიც მითითებული იქნება სასურველი თანხა, დაფარვის თარიღი და თქვენი პაროლი. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ჯერ არ აგიღიათ NetCredit-ისგან კრედიტი, შეგიძლიათ პირველი კრედიტი 500 ლარამდე აიღოთ უფასოდ.

MyCredit

ეს არის საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონე კომპანია, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით უკვე გასცა 700,000-ზე მეტი კრედიტი. იგი გამოირჩევა დაბალი საპროცენტო განაკვეთით და სრულიად გამჭვირვალე პირობებით. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 60%-დან 99%-მდე.

1click

ეს კომპანია საქართველოს ბაზარზე გამოირჩევა განაცხადის სწრაფი განხილვით. როგორც წესი, განაცხადზე პასუხი ცნობილია მხოლოდ 1 წუთის შემდეგ. ასევე 1click.ge მომხმარებელს სთავაზობს თანხის მაქსიმალურ ლიმიტს (1000 ლარი) პირველივე სესხზე. კომპანიის სპეციალიზაცია არის მოკლევადიანი სესხი ვადით 30 დღემდე. ამიტომ თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ის მოკლევადიანი ფინანსური პრობლემების გადაჭრისთვის ან როგორც მეორე საფულე ხელფასამდე.

MrLoan

მიკროსაფინანსო კომპანია MrLoan.ge სხვა ბევრი კომპანიისგან გამოირჩევა 24-საათიანი მუშაობით. თქვენ დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეძლებთ თანხის სწრაფად მიღებას, რაც ძალიან მოსახერხებელია. ამ კომპანიის საიტი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, რომელიც ავტომატურად 5 წუთის განმავლობაში გაძლევთ პასუხს თქვენს განაცხადზე. კრედიტის მოცულობა მერყეობს 50-დან 1700 ლარამდე, ხოლო მისი დაფარვა შეგიძლიათ 5-დან 112 დღის ფარგლებში.

იმედი გვაქვს, რომ ეს ჩამონათვალი დაგეხმარებათ საახალწლოდ საუკეთესო სესხის მიღებაში. იმისთვის, რომ მაქსიმალურად მომგებიანად მიიღოთ და გამოიყენოთ სესხი, შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენი სტატია „როგორ დავზოგო თანხა კრედიტის აღებისას?“ ჩვენ კი გისურვებთ ბედნიერ დამდეგ შობა-ახალ წელს და ყველა ფინანსური პრობლემის გადაჭრას.

მომწონდა?
მე მომწონს!

0

თქვენ შეაფასეთ ეს საქონელი


წაიკითხეთ ასევე:

← წინა

გამოხმაურებები

Vivus
კახა ძალიან არ მომეწონა ვივუსში ასაკობრივი საკითხი! მე არ შემეხო ეს პრობლემა და სესხის დაფარვის შემდეგ კმაყოფილი დავრჩი.
Credia
მარიამი*** ყოველთვის ვუკვირდები ჩემს ფინანსებს და სესხს ვერიდები მაგრამ დამჭირდება საკმაოდ დიდი თანხა და დავიწყე მიკროსესხების ბაზარზე კომპანიის შოვნა. და კრედიაზე გავჩერდი რადგანაც პირველივე სესხიდან დიდი თანხის აღება იყო შესაძლებელი. კმაყოფილი დავრჩი და წარმატებით დავფარე სესხი.
Amica
გვანცა ყელაზე კარგი ფუნქციები აქვს ამიკას! ერთ-ერთი არის ის რომ არსებობს პერსპექტივა სესხის გადავადების. ან ის რომ თანხის მაქსიმალური ლიმიტი არის 1000 ლარი.
გამოხმაურებები →