თქვენ აქ ხართ

სად ინახება საკრედიტო ისტორია?

21 სექტემბერი 2017

დღესდღეობით არსებობს სესხის მიღების ძალიან ბევრი საშუალება - ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, კერძო პირები (იხ. სტატია „ღირს თუ არა სესხის აღება მეგობრისგან?“). თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი მოთხოვნები მსესხებლის მიმართ, თუმცა ყველა კრედიტორისთვის საერთო ფაქტორი არის მსესხებლის საკრედიტო ისტორია. ლოგიკურია, რომ კრედიტორი არ ენდობა ისეთ მსესხებელს, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს დაფარული წინა დავალიანება ან წარსულში ხშირად აგვიანებდა სესხის დაფარვას. აქედან გამომდინარე, კრედიტორები პოტენციური კლიენტის განაცხადის განხილვისას სხვადასხვა გზით ამოწმებენ მის საკრედიტო ისტორიას. რაში ჩაიხედება კრედიტორი თქვენი განაცხადის მიღებისას?

აღსრულების ბიუროს მოვალეთა რეესტრი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს აქვს შექმნილი მოვალეთა რეესტრი, რომელშიც ნებისმიერი მოვალე იწერება 2010 წლიდან. ეს ინფორმაცია არის საჯარო და ხელმისაწვდომია ონლაინ საიტზე Debt.reestri.gov.ge. მასში პირის სახელითა და გვარით შეგიძლიათ მოძებნოთ, რეგისტრირებულია იგი რეესტრში თუ არა, ასევე როდის და ვის (რომელი აღმასრულებლის) მიერ. უფრო დეტალური ამონაწერის ან ცნობის მისაღებად, შესაძლოა მიმართვა აღმასრულებლის ბიუროში და ამ პროცედურის საფასური შეადგენს 10 ლარს.

აღსრულების ბიუროს მოვალეთა რეესტრი ხელმისაწვდომია ნებისმიერი დამსაქმებლისთვის. ზოგი ადამიანი, ვინც ამის შესახებ არ არის ინფორმირებული, ე.წ. „გაშავებულია“ რომელიმე ბანკში და ამის გამო იგი არ ხსნის ამ ბანკში სახელფასო ანგარიშს, რადგან იცის, რომ მაშინ მისი ხელფასის 50%-მდე ჩამოჭრა შეიძლება მოხდეს, ითხოვს დამსაქმებლისგან ხელფასის მიღებას ნაღდი ფულით „ხელზე“. სინამდვილეში, ნებისმიერი ლეგალური დამსაქმებელი, რომელიც ოფიციალურად აფორმებს თანამშრომელს (წინააღმდეგ შემთხვევაში, დამსაქმებელს თავად ემუქრება საფრთხე გადასახადების გადაუხდელობისთვის), აწვდის ამ თანამშრომლის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს. ნებისმიერი დასაქმებულის ხელფასი, იქნება ის ჩარიცხული თუ გადაცემული ნაღდი ფულით, არის ცნობილი იუსტიციის სამინისტროსთვის, შესაბამისად თუ იმ ადამიანს, ვინც არის „გაშავებული“, უნდა ჩამოეჭრას თანხა, მაშინ დამსაქმებელი ნაღდი ფულით ანაზღაურების გადახდის შემთხვევაშიც, ინფორმირებული იქნება და ვალდებული იქნება, რომ ამ ნაღდი თანხის 50%-მდე სააღსრულებო ბიუროში ჩარიცხოს, ამიტომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იმ დასაქმებულს სახელფასო ანგარიში ექნება გახსნილი თუ ნაღდი ფულით მიიღებს ანაზღაურებას.

მსესხებელთა კერძო ბაზები

გარდა აღსრულების ეროვნული ბიუროსა, არსებობს არაერთი ბაზა, რომელიც იქმნებოდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ერთობლივი თანხმობით. თითოეულ ასეთ ორგანიზაციას აწყობს, რომ ჰქონდეს წვდომა სხვა კომპანიების ყოფილ კლიენტებზე იმ შემთხვევისთვის, თუ ის კლიენტი მათაც მიმართავს.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გავრცელებული ბაზა საქართველოში არის Creditinfo.ge. ეს საიტი კრედიტორების გარდა, შეიძლება გამოადგეს თავად მსესხებელსაც. ამ ბაზაში მას შეუძლია შეამოწმოს საკუთარი საკრედიტო ისტორია და გადაწყვიტოს, როგორ შეუძლია მისი გაუმჯობესება. ამ თემასთან დაკავშირებით შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენი სტატია „მიკროსესხებზე უარის 5 მიზეზი საქართველოში“.

მომწონდა?
მე მომწონს!

0

თქვენ შეაფასეთ ეს საქონელი


წაიკითხეთ ასევე:

← წინა

გამოხმაურებები

Vivus
კახა ძალიან არ მომეწონა ვივუსში ასაკობრივი საკითხი! მე არ შემეხო ეს პრობლემა და სესხის დაფარვის შემდეგ კმაყოფილი დავრჩი.
Credia
მარიამი*** ყოველთვის ვუკვირდები ჩემს ფინანსებს და სესხს ვერიდები მაგრამ დამჭირდება საკმაოდ დიდი თანხა და დავიწყე მიკროსესხების ბაზარზე კომპანიის შოვნა. და კრედიაზე გავჩერდი რადგანაც პირველივე სესხიდან დიდი თანხის აღება იყო შესაძლებელი. კმაყოფილი დავრჩი და წარმატებით დავფარე სესხი.
Amica
გვანცა ყელაზე კარგი ფუნქციები აქვს ამიკას! ერთ-ერთი არის ის რომ არსებობს პერსპექტივა სესხის გადავადების. ან ის რომ თანხის მაქსიმალური ლიმიტი არის 1000 ლარი.
გამოხმაურებები →