თქვენ აქ ხართ

როგორ იყოფა კრედიტი განქორწინებისას?

17 აგვისტო 2017

დღესდღეობით ძალიან პოპულარულია ოჯახური ცხოვრების დროს კრედიტის აღება. ეს კრედიტები ხმარდება რემონტს, მანქანის ყიდვას, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბინაში დამატებას და სხვა ოჯახურ მიზნებს.

ამის მიუხედავად, ზოგი ადამიანი, ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად, კრედიტს საკუთარი პირადი მიზნებისთვის იღებს. ზოგჯერ მისმა პარტნიორმა იცის ამის შესახებ, ზოგჯერ არა - ან შეზღუდულ ინფორმაციას ფლობს. იმის შემდეგ, რაც გადაწყვიტეთ კრედიტის აღება (ამაში დაგეხმარებათ ჩვენი სტატია „როგორ მივიღოთ სესხი? “), მნიშვნელოვანია წინასწარ იცოდეთ, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს თქვენს კრედიტს განქორწინების შემთხვევაში.

შეთანხმება თუ სასამართლო?

პირველ რიგში, არჩევანი უნდა იქნას გაკეთებული წყვილის მიერ მეგობრულ შეთანხმებასა და სასამართლოში ჩივილს შორის. რა თქმა უნდა, ადამიანების უმეტესობისთვის სასურველია პირველი ვარიანტი, თუმცა როცა ის შეუძლებელი ხდება, სასამართლოში შეიძლება იქნას მიღწეული სამართლიანი გადაწყვეტილება. ჩვენ ამ სტატიაში განვიხილავთ ორივე ვარიანტს.

მეგობრული შეთანხმება შეიძლება იყოს წინასწარი ან დაშორებისას საჭიროებით გამოწვეული. მაგალითად, განსაკუთრებით ბოლო დროის განმავლობაში, მრავალი წყვილი ქორწილის დროს აფორმებს ხელშეკრულებას, რომელიც ოჯახური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტს მოიცავს და განშორების შემთხვევაში დავების გადაწყევტილების წესებს აღწერს. მსგავს ხელშეკრულებაში შესაძლოა ერთ-ერთი მუხლი ეხებოდეს ზუსტად კრედიტებს. თუ ეს გაკეთებული არ იყო, ყოფილ ცოლსა და ქმარს შეუძლია შეთანხმებას სიტყვიერად ან წერილობით ფაქტის წინაში მიაღწიოს. სასამართლო დავის წამოწყების დროსაც მათ შეუძლიათ იგი შეწყვიტონ და შეთანხმდნენ.

სასამართლოს გადაწყვეტილება

თუ ამ გადაწყვეტილებას წყვილი სასამართლოს მიანდობს, სასამართლო პირველ რიგში დაადგენს, კრედიტი პირადი იყო თუ ოჯახურ მიზნებს ემსახურებოდა. ამ შემთხვევაში, განიხილება მეორე პარტნიორის ინფორმირებულობა ამ საკითხზე, სესხის აღების შესახებ გადაწყვეტილების ერთობლიობა და ის, თუ რას მოხმარდა მიღებული თანხა. თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეორე პარტნიორს არ ჰქონდა კავშირი ამ კრედიტთან, მაშინ მას სრულიად ფარავს ის ადამიანი, რომელმაც უშუალოდ აიღო სესხი. ხოლო თუ სესხი საერთო ოჯახის მიზნებს მოხმარდა, მაშინ მისი დაფარვა ქონების ანალოგიურად ნაწილდება. მაგალითად, თუ სასამართლომ ჩათვალა, რომ ქმარს უნდა დარჩეს საერთო ქონების ორი მესამედი, მაშინ მანვე უნდა დაფაროს სესხის ორი მესამედი.

ხშირად მეუღლეები სესხის აღებისას ერთმანეთს უთითებენ თავმდებ პირად. თუმცა არ იფიქროთ, რომ თუ თავმდებად არ ხართ გაფორმებული, განქორწინებისას არ მოგიწევთ სესხის წილის გადახდა. ამ შემთხვევაში, სასამართლო დიდ ყურადღებას არ აქცევს იმას, თუ ვინ არის თავმდები პირი. ეს მეტყველებს მხოლოდ იმაზე, რომ მეუღლემ იცოდა სესხის შესახებ.

გარდა ამისა, მრავალ მიკროსაფინანსო ფირმაში საერთოდ არ არის საჭირო თავმდები პირი. თქვენზე არის დამოკიდებული, ოჯახური ერთობლივი სესხის გაფორმება გნებავთ თუ პირადად თქვენი მიზნისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში, ყურადღებით უნდა აირჩიოთ ორგანიზაცია, რომელშიც აიღებთ სესხს და ასევე კარგად შეაფასეთ თქვენი გადახდისუნარიანობა, რათა არ გაიფუჭოთ საკრედიტო ისტორია. თუ თქვენ უკვე გაქვს საკრედიტო ისტორიასთან დაკავშირებით პრობლემები, არსებობს რამდენიმე ხერხი, რომელსაც შეგიძლიათ მიმართოთ, რათა გაიუმჯობესოთ თქვენი საკრედიტო ისტორია. უფრო დეტალურად შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს სტატიაში „როგორ გავაუმჯობესოთ საკრედიტო ისტორია საქართველოში?“

რომ დავასკვნათ, განქორწინებისას ქონებასთან ერთად იყოფა პასუხისმგებლობა კრედიტებზე. გამონაკლისია ის შემთხვევა, როდესაც მეუღლემ არ იცოდა სესხის შესახებ ან არ ჰქონდა თანხმობა მიცემული სესხის აღებაზე.

მომწონდა?
მე მომწონს!

0

თქვენ შეაფასეთ ეს საქონელი


წაიკითხეთ ასევე:

← წინა

გამოხმაურებები

Vivus
კახა ძალიან არ მომეწონა ვივუსში ასაკობრივი საკითხი! მე არ შემეხო ეს პრობლემა და სესხის დაფარვის შემდეგ კმაყოფილი დავრჩი.
Credia
მარიამი*** ყოველთვის ვუკვირდები ჩემს ფინანსებს და სესხს ვერიდები მაგრამ დამჭირდება საკმაოდ დიდი თანხა და დავიწყე მიკროსესხების ბაზარზე კომპანიის შოვნა. და კრედიაზე გავჩერდი რადგანაც პირველივე სესხიდან დიდი თანხის აღება იყო შესაძლებელი. კმაყოფილი დავრჩი და წარმატებით დავფარე სესხი.
Amica
გვანცა ყელაზე კარგი ფუნქციები აქვს ამიკას! ერთ-ერთი არის ის რომ არსებობს პერსპექტივა სესხის გადავადების. ან ის რომ თანხის მაქსიმალური ლიმიტი არის 1000 ლარი.
გამოხმაურებები →