თქვენ აქ ხართ

რა ემუქრება მევალეებს საქართველოში?

13 ივლისი 2017

როდესაც სასწრაფოდ გვჭირდება ფინანსური თანხა, ჩვენს დასახმარებლად მოდის სწრაფი სესხები, რომლებიც მარტივია გასაფორმებლად და მათ მისაღებად სახლიდან გასვლაც კი არაა საჭირო. თუმცა, ფულის მარტივად მიღებისას, ბევრ ადამიანს ავიწყდება მოსალოდნელი შედეგი. რა ელის მევალეს, რომელიც თანხას დროულად არ დააბრუნებს? შეძლებს კი ის ისეთი ზომების მიღებას, რომლებიც სიტუაციას გამოასწორებს?

სწრაფი სესხის მიღება, კომპანიების მოთხოვნების მიხედვით, შეუძლია პრაქტიკულად ნებისმიერი მოქალაქეს. მთავარია საქართველოს მოქალაქეობა, 20 წლიდან 60 წლამდე ასაკი და ბანკში ანგარიშის ქონა. არაა საჭირო დოკუმენტების შეგროვება, გირაო ან თავმდები.

ასეთი მიდგომა მოსახერხებელია იმით, რომ სწრაფი ფინანსური აუცილებლობის შემთხვევაში, არავინ არ შეამოწმებს დიდხანს მევალეს. მისთვის საკმარისია ონლაინ განაცხადის შევსება და კრედიტორის პასუხისთვის დალოდება. დადებითი პასუხის შემთხვევაში, თანხა გადმორიცხული იქნება 15 წუთის განმავლობაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე. თანხის დარიცხვის საბოლოო დრო დამოკიდებული იქნება თავად ბანკზე. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს ხდება ძალიან სწრაფად, ხოლო ზოგჯერ საჭიროა 1 დღის განმავლობაში ლოდინი.

შედეგები მსესხებლისთვის

იმ სიმარტივისა და სისწრაფის გათვალისწინებით, რომლითაც შესაძლოა სესხის მიღება, ზოგ მსესხებელს ავიწყდება, რომ ობიექტურად შეაფასოს ყველა რისკი. საკუთარი ძალების არასწორად შეფასებამ შესაძლოა გამოიწვიოს დროულად გადაუხდელი სესხი. რა საფრთხეს უქმნის ეს მსესხებელს?

თუ კი ჩავიხედავთ კომპანიასთან ხელშეკრულებაში, იქ აუცილებლად შეგვხვდება პუნქტი, რომელიც ეხება მსესხებლის პასუხისმგებლობას. კერძოს, იქ საუბარია იმაზე, რომ დათქმულ ვადაში სესხის გადაუხდელობის გამო კრედიტორი დააკისრებს მსესხებელს თანხის 0,41%-ს თითოეულ გადავადებულ დღეზე.

დარიცხვა დასრულდება დაახლოებით ერთი წელიწადის შემდეგ, როდესაც მთლიანად დარიცხული პროცენტების ჯამი მიაღწევს 150%-ს.

აღსანიშნავია, რომ პირველი 5 დღე კრედიტორი არ რიცხავს ჯარიმას. ხშირი შემთხვევა, როდესაც მსესხებელს უბრალოდ დაავიწყდა სესხის გადახდის ვადა ან გადარიცხვისას შეიქმნა ტექნიკური სირთულეები. ამიტომაც 5 დღე არის ის პერიოდი, როდესაც მსესხებელს ეძლევა მეორე შანსი და ჯარიმის გარეშე შეუძლია სესხის თანხის დაფარვა.

ფულადი სანქციების გარდა, სესხის გადავადების შემთხვევაში, გადავადებული სესხის შესახებ ინფორმაცია იგზავნება საკრედიტო ისტორიების ბიუროში, რის შედეგადაც მსესხებლის საკრედიტო ისტორია საკმაოდ ფუჭდება.

მომავალში ასეთი მსესხებლისთვის უფრო რთული იქნება სესხის მიღება ბანკში ან თუნდაც მცირე სესხი მიკროსაფინანსო კომპანიაში. ამიტომ სასურველია, რომ გადავადებულ სესხამდე სიტუაცია არ მიიყვანოთ. ეს მოიტანს დამატებით სირთულეებს როგორც მსესხებლისთვის, ასევე კრედიტორისთვის.

რა შეიძლება მოვიმოქმედოთ?

მსესხებლები, რომლებსაც არ შეუძლიათ სესხის დაბრუნება დროულად, პირველ რიგში, უნდა დაუკავშირდნენ კრედიტორს. კომპანიამ, შესაძლოა, შესთავაზოს მათ სესხის დაფარვის გადავადება. ამის შესახებ უფრო დაწვრილებით წაიკითხეთ ჩვენს სტატიაში „როგორ გავაგრძელოთ სესხის ვადა?“

ამ მომსახურეობის მიღება შესაძლოა, სანამ მსესხებელმა ჯერ არ გადააცილა სესხის დაფარვის ვადას. ეს მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, არ დაემალოთ კრედიტორებს, არამედ დროულად დაუკავშირდეთ მათ და განიხილოთ ყველა დეტალი.

სესხის დაფარვის გადავადებაზე შეთანხმების შემდეგ, კლიენტს შეუძლია შეუდგეს საკუთარი ფინანსური სიტუაციის გაუმჯობესებას. ხშირად ეს პაუზა საკმარისია იმისათვის, რომ მყარად დადგეთ ფეხზე ფინანსური თვალსაზრისით და დროულად დაფაროთ დავალიანება, ამრიგად შეინარჩუნოთ თქვენი საკრედიტო ისტორია სუფთა

მომწონდა?
მე მომწონს!

0

თქვენ შეაფასეთ ეს საქონელი


წაიკითხეთ ასევე:

← წინა

გამოხმაურებები

Vivus
კახა ძალიან არ მომეწონა ვივუსში ასაკობრივი საკითხი! მე არ შემეხო ეს პრობლემა და სესხის დაფარვის შემდეგ კმაყოფილი დავრჩი.
Credia
მარიამი*** ყოველთვის ვუკვირდები ჩემს ფინანსებს და სესხს ვერიდები მაგრამ დამჭირდება საკმაოდ დიდი თანხა და დავიწყე მიკროსესხების ბაზარზე კომპანიის შოვნა. და კრედიაზე გავჩერდი რადგანაც პირველივე სესხიდან დიდი თანხის აღება იყო შესაძლებელი. კმაყოფილი დავრჩი და წარმატებით დავფარე სესხი.
Amica
გვანცა ყელაზე კარგი ფუნქციები აქვს ამიკას! ერთ-ერთი არის ის რომ არსებობს პერსპექტივა სესხის გადავადების. ან ის რომ თანხის მაქსიმალური ლიმიტი არის 1000 ლარი.
გამოხმაურებები →