თქვენ აქ ხართ

მსხვილი სესხები. სად გავაფორმოთ?

14 ივლისი 2017

ონლაინ-სესხები კარგია იმით, რომ მათი მიღება არის სწრაფი და არ მოითხოვს ზედმეტი დოკუმენტების შეგროვებას. თუმცა ისინი, როგორც წესი, არ არის გათვლილი მსხვილ თანხაზე. სად არის შესაძლებელი მაქსიმალური ოდენობით მიკროსესხის მიღება?

საქართველოს ბანკები მომხმარებელს სთავაზობს სამომხმარებლო სესხებს ოდენობით 100 ათას ლარამდე. ეს არის საგრძნობელი თანხა, თუცა მის მისაღებად საჭიროა ბევრი დოკუმენტი, თავმდების მოყვანა, გირაოს წარდგენა, მაგალითად, უძრავი ქონების სახით. ეს საქმე ნამდვილად 15 წუთზე მეტ ხანს საჭიროებს.

სწრაფი კრედიტი კი ნამდვილად შესაძლოა, რომ რამდენიმე წუთში მიიღოთ. თუმცა, როგორც წესი, თანხა, რომელსაც გვთავაზობენ კომპანიები, დიდი არ არის. ეს თანხა საკმარისი იქნება პირველად საჭიროებების დასაფარად: საჭირო ნივთის ყიდვა ფასდაკლებით, ავტომობილის რემონტი, ნათესავებისთვის საჭირო ფულადი დახმარების გაგზავნა. რა ვქნათ, თუ უფრო მეტი სახსრები გვჭირდება?

მაქსიმალური თანხები

ონლაინ მიკროსაფინანსო კომპანიებსაც ზოგჯერ აქვთ საინტერესო შეთავაზებები.

მაგალითად, სერვისი Crediton მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სესხის ოდენობით 10 ათას ლარამდე 24 თვემდე ვადით. ამ კრედიტის მიღება შეუძლიათ მხოლოდ კლიენტებს, რომელთა ასაკი მერყეობს 21-65 წლის ფარგლებში. ასეთი დიდი თანხა ხელმისაწვდომია მხოლოდ განმეორებითი კლიენტებისთვის, რომლებმაც ადრე უკვე გააფორმეს და დაფარეს რამდენიმე სესხი.

კომპანია Solva კლიენტებს სთავაზობს 3 ათას ლარამდე სესხს ვადით 12 თვემდე. მთავარი მოთხოვნები არის მაქსიმალურად მარტივი. კრედიტზე განაცხადის შევსება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომლის ასაკი აღემატება 20 წელს.

კომპანიაში Moneza შესაძლოა 3 ათას ლარამდე სესხის მიღება ვადით 3-დან 24 თვემდე. განაცხადის შევსება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს ასაკით 20-დან 63 წლამდე, რომელთაც აქვთ საბანკო ანგარიში და გააჩნიათ სტაბილური ყოველთვიური შემოსავალი.

ახალბედებს მუშაობა მოუწევთ

როგორც წესი, ახალ მომხმარებლებს კომპანიები არ აძლევენ პირდაპირ მსხვილი თანხის მიღების შესაძლებლობას. თავდაპირველად საჭიროა რამდენიმე მცირე კრედიტის გაფორმება. კომპანიაში Crediton ახალ კლიენტებს უპროცენტო სესხის მიღება შეუძლიათ თანხაზე 700 ლარამდე.

კომპანიაში Moneza, თუ კლიენტს აქამდე არ მიუღია კრედიტი, მისთვის ხელმისაწვდომი მაქსიმალური თანხა იქნება 2 ათასი ლარი.

მსგავსი მიდგომა ახალ კლიენტებთან მრავალ კომპანიას აქვს. თუ ახალბედა კარგ რეკომენდაციას შეიქმნის, მაშინ მომავალში მისთვის ღია იქნება მუდმივი კლიენტებისთვის ხელმისაწვდომი ყველა უპირატესობა. მათ შორის არამარტო გაზრდილი ლიმიტი თანხაზე, არამედ დაბალი საპროცენტო განაკვეთი, განაცხადის სწრაფი განხილვა და კრედიტის დაფარვის გრძელი ვადა.

მომწონდა?
მე მომწონს!

0

თქვენ შეაფასეთ ეს საქონელი


წაიკითხეთ ასევე:

← წინა

გამოხმაურებები

Vivus
კახა ძალიან არ მომეწონა ვივუსში ასაკობრივი საკითხი! მე არ შემეხო ეს პრობლემა და სესხის დაფარვის შემდეგ კმაყოფილი დავრჩი.
Credia
მარიამი*** ყოველთვის ვუკვირდები ჩემს ფინანსებს და სესხს ვერიდები მაგრამ დამჭირდება საკმაოდ დიდი თანხა და დავიწყე მიკროსესხების ბაზარზე კომპანიის შოვნა. და კრედიაზე გავჩერდი რადგანაც პირველივე სესხიდან დიდი თანხის აღება იყო შესაძლებელი. კმაყოფილი დავრჩი და წარმატებით დავფარე სესხი.
Amica
გვანცა ყელაზე კარგი ფუნქციები აქვს ამიკას! ერთ-ერთი არის ის რომ არსებობს პერსპექტივა სესხის გადავადების. ან ის რომ თანხის მაქსიმალური ლიმიტი არის 1000 ლარი.
გამოხმაურებები →